Gk. kosmopolites - მსოფლიოს მოქალაქე ძალიან ფართოდ გავრცელებული ორგანიზმი. კ-ბს ზოგჯერ უწოდებენ პანენდემებს. ასეთი სახეობები იშვიათია. ჩვეულებრივ კოსმოპოლიტურია გვარები (მაგ. ძაღლები) ან ოჯახები (მაგ. შავარდნისებრნი). ტიპიური კ-ბია უმარტივესები. კ-ად ხდებიან ჩვეულებრივ ის სახეობები, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა ადგილსამყოფელში ცხოვრება და ადვილად ვრცელდებიან (პასიურად ან აქტიურად). მათ მიეკუთვნებიან აგრეთვე სინანთროპული ცხოველები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.