პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ
პაგ პალ პან პაპ პარ

პალეოგეა

Gk. palaios - უძველესი + gaia - მიწა
ხმელეთის ფაუნისტური სამეფო, რომელიც ძირითადად მოიცავს აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ რაიონებს. ფაუნისათვის დამახასიათებელია გონდვანის უძველესი ფაუნა (მისი ბრაზილია-აფრიკული კონტინენტის) – სირაქლემები, ორგვარად მსუნთქავი თევზები, კუები და სხვ. აფრიკის კონტინენტზე მიოცენსა და პლიოცენში განვითარებული ხორთუმიანები, ადამიანის მსგავსი მაიმუნები, მტაცებლები (ლომი, ვეფხვი, ლეოპარდი) და სხვ. სამეფოში გამოყოფენ 3 ფაუნისტურ ოლქს: ეთიოპურს, მადაგასკარის და ინდომალაის.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9