Gk. oikos – სახლი, საცხოვრებელი, ბინა + logos – სწავლება სინთეზური ბიოლოგიური მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ორგანიზმებისა და გარემოს, სხვადასხვა ცოცხალი სისტემების ურთიერთობებს ინდივიდის, პოპულაციის და თანასაზოგადოებათა დონეზე. ე-ია შეისწავლის აგრეთვე ბიოლოგიური სისტემების პროდუქტიულობას, ენერგეტიკას, დინამიკას სივრცესა და დროში, ადამიანისა და გარემოს ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტს. წარმოადგენს ბიოლოგიის ქვედანაყოფს, რომელიც შეისწავლის ბეორგანიზმული ცოცხალი სისტემების ძირითად თვისებებს. ზოგი მკვლევარის აზრით (ოდუმი. 1975) ეკოლოგია შეისწავლის ცოცხალი ბუნების სტრუქტურასა და ფუნქციონირებას.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.