გარემოს ის ელემენტები, რომლებიც მოქმედებენ ორგანიზმებზე, პოპულაციაზე თუ ბიოცენოზზე უშუალოდ ან არაპირდაპირ. იყოფა აბიოტურ, ბიოტურ და ანთროპოგენურ (ანთროპულ) ფაქტორებად, რომლებიც მოქმედებენ არა იზოლირებულად, არამედ კომპლექსურად. ე.ფ. წარმოადგენენ ორგანიზმების არსებობისათვის აუცილებელი პირობების ერთობლიობას და ხასიათდებიან მნიშვნელოვანი მერყეობით. არჩევენ პერიოდულ და არაპერიოდულ, აგრეთვე პირველადსა და მეორად ფაქტორებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.