ცნება, რომელიც გამოხატავს სახეობის მიერ დაკავებულ ფუნქციურ ადგილს ბიოცენოზში (განსაზღვრულ პირობებში განათების, ტემპერატურის, ტენიანობის, სუსბტრატის, საკვების და ურთიერთობათა მხრივ). ტერმინი, როგორც წესი, გამოიყენება ეკოლოგიურად ახლომდგომი სახეობების ურთიერთობის შესწავლის დროს. იგი შემოთავაზებული იყო ჯ. გრანელის მიერ (1917) სახეობათა სივრცობრივი განაწილების დასახასიათებლად. მოგვიანებით ჩ. ელტონმა (1927) ე.ნ-ი განსაზღვრა, როგორც სახეობის ადგილი თანასაზოგადოებაში. ხატჩინსონის (1957, 1965) მიხედვით ენ-ი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც მრავალგანზომილებიანი სივრცის ნაწილი. რომლის ცალკეული განზომილება შეესატყ ვისება იმ ფაქტორებს, რომლებიც აუცილებელია სახეობის ნორმალური არსებობისათვის.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.