კვებით ჯაჭვში ენერგიის და რიცხოვნობის შემცირების გრაფიკული გამოხატულება. დამუშავებულია ჩ. ელტონის მიერ (1934), ამიტომ ხშირად ელტონის პირამიდასაც უწოდებენ. ე.პ.-ის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ ტროფიკულ დონეს ახასიათებს გარკვეული ბიომასა, რიცხოვნობა და ენერგია, რომელიც დაახლოებით 10-ჯერ მცირდება ერთი ტროფიკული დონიდან მომდევნოზე გადასვლის დროს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.