ჯ. ალენის (1877) მიერ დადგენილი წესი, რომლის მიხედვით თბილსისხლიანი ცხოველების სხეულის „გამოშვერილი“ ნაწილების (კიდურები, კუდი, ყურები) შეფარდებითი ზომები თანდათან მატულობს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. ეს მოვლენა სითბოს რეგულაციის ძირითად პრინციპებს ეფუძნება.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.