ორგანიზმი განვითარების ადრეულ სტადიებზე – კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან და დანაწევრების დაწყებიდან იმ მომენტამდე, როდესაც ის შეძლებს დამოუკიდებლად კვებასა და მოძრაობას; ჩანასახის განვითარება მიმდინარეობს ჩანასახის გარსებში ან მშობელ ორგანიზმის სპეციალურ ორგანოებში; კვერცხუჯრედის დანაწევრების შედეგად წარმოიქმნება მრავალუჯრედიანი ჩ-ი, გასტრულაციის შემდეგ იგი გადაიქცევა ჯერ ორ, შემდეგ კი სამშრიან ჩ-ად.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.