ჯირკვლებისა და ცალკეული უჯრედების მიერ ისეთი სპეციფიკური ნივთიერებების გამოყოფა, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ცხოველმოქმედებისათვის. არჩევენ გარეგან (სეკრეტების გამოყოფა ღრუებში ან სხეულსგარეთ) და შინაგან სეკრეციას (ინკრეტის ან ჰორმონის გამოყოფა სისხლში).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.