სმენის ორგანოს შუა განყოფილება, რომელიც პირველად გაუჩნდა ამფიბიებს. წარმოადგენს ძვლოვან კამერას, რომელშიც მოთავსებულია სასმენი ძვლები. ისინი დაფის აპკის რხევას გადასცემენ შიდა ყურს. შეერთებულია ხახასთან ევსტაქის ლულით, რომელიც აწონასწორებს წნევას დაფის აპკის ორივე მხარეზე.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.