სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სიზ სიკ სიმ სინ სიპ სირ სის სიფ სიც

სინოიკია

Gk. syroikos – თანაცხოვრება, მობინადრეობა
სახეობათაშორისი ურთიერთობის ფორმა, თანაცხოვრება, რომლის დროსაც ორივე პარტნიორი ერთმანეთისადმი საერთოდ ინდიფერენტულია ან ერთ-ერთი მათგანი იღებს სარგებლობას ისე, რომ მეორეს არ ვნებს. არჩევენ: 1) მობინადრეობას (ერთი პარტნიორი გამოყენებულია „ბინის“ სახით. მაგ. ზღვის ზოგიერთი თევზის ლიფსიტები მსხვილი მედუზის საცეცების მოქმედების სფეროში ბინადრობს და საშიშროების შემთხვევაში იმალება მედუზის ქოლგის ქვეშ); 2) კომენსალიზმს (ერთ-ერთი პარტნიორი იყენებს მეორის ცხოველქმედების პროდუქტებს კვებისათვის. მაგ. ზღვის ზღარბის საცლელთან ახლოს ბინადრობს ფირფიტლაყუჩიანი მოლუსკი და იკვებება მისი ექსკრემენტებით).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9