Gk. enlos – შიგა + oikos – სახლი სახეობათა შორის ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმა, სინოიკიის სახესხვაობა, როდესაც ერთი ორგანიზმი (ენტოიკა) ბინადრობს მეორე ორგანიზმის (მასპინძელი) სხეულში, მაგრამ არ ეწევა პარაზიტულ ცხოვრებას. მაგ. ჰოლოთურიის კლოაკაში მცხოვრები პატარა თევზები, რომლებიც იკვებებიან მცირე კიბოსნაირებით მასპინძლის სხეულის გარეთ.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.