Gk. organon – იარაღი, ინსტრუმენტი მრავალუჯრედიანი ორგანიზმის სხეულის ნაწილი, რომელიც ასრულებს კონკრეტულ ფუნქციას, აქვს თავისებური აგებულება და შედგება სხვადასხვა ქსოვილისაგან. ორგანოები ურთიერთკავშირში არიან და ექვემდებარებიან მთელ ორგანიზმს. რამდენიმე ორგანო, რომელიც ერთ რომელიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, იწოდება ორგანოთა სისტემად (მაგ. საჭმლის მომნელებელი, სუნთქვის და სხვა).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.