ეპითელური ქსოვილის უჯრედების ზედაპირზე არსებული არაუჯრედოვანი შრე. მრავალუჯრედიან ცხოველებში წარმოადგენს საფარველის ნაწილს და ასრულებს დაცვის ფუნქციას. ასეთივე სახელი აქვს ხერხემლიანების შინაგანი ღრუების ამომფენ შრეს, რომელიც ექტოდერმული წარმოშობისაა. განსაკუთრებით კარგადაა განვითარებული ფეხსახსრიანებსა და მოლუსკებში, სადაც, გარდა დაცვის ფუნქციისა, საყრდენის როლსაც ასრულებს (ქიტინის ჯავშანი).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.