ცხოველურ ორგანიზმებში ჰუმორული სისტემის იმ სისხლძარღვების და ღრუების სისტემა, რომელშიაც ხდება სისხლის მიმოქცევა. არსებობს ს.მ.ს-ის ორი ტიპი: ღიალაკუნური (სისხლი იღვრება ლაკუნებში – ღია ს.მ–ის გაფართოებულ უბნებში და მერე კვლავ ჩაიღვრება სისხლძარღვებში) და დახშული, დახურული (სისხლი მოძრაობს საკუთარი კედლების მქონე სისხლძარღვებში). გარსიანებს აქვთ უწრეო, დახშული, ქანქარისებრი ს.მ.ს–მა, რომლის ერთსა და იმავე სისხლძარღვში ხან არტერიული, ხან ვენური სისხლი მოძრაობს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.