Gk. leucos-თეთრი + kytos – უჯრედი. სისხლის ფორმიანი ელემენტები - თეთრი უჯრედები. ახასიათებთ აქტიური ამებოიდური მოძრაობა. ასხვავებენ არამარცვლოვან ლეიკოციტებს, ანუ აგრანულოციტებს (ლიმფოციტები და მონოციტები) და მარცვლოვან ლ-ბს ანუ გრანულოციტებს (ნეიტროფილები, ეოზინოფილები და ბაზოფილები).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.