ტერმინი გამოიყენება მეაბრეშუმეობაში ერთ სეზონში აბრეშუმმხვევიის თაობათა რაოდენობის აღსანიშნავად. განარჩევენ მონო-, ბი- და პოლივოლტინურ ჯიშებს, რომლებიც იძლევიან წელიწადში პარკების 1,2 ან რამდენიმე თაობას.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.