Gk. მეტა + nephros - თირკმელი მეორადღრუიანი უხერხემლოების უმრავლესობის და უმდაბლესი ქორდიანების (უქალოები) გამომყოფი ორგანოები. მილაკების მსგავსია. ერთი ბოლო ძაბრის ფორმისაა (ნეფროსტომი), ამოფენილია წამწამოვანი ეპითელიუმით და იხსნება მეორად ღრუში, ხოლო მეორე ბოლოთი (ნეფროპორით) გარეთ. მ-ბი განვითარდნენ პროტონეფრიდებისაგან.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.