დედამიწის ზედაპირის დაყოფა კლიმატურ, ბიოგეოგრაფიულ და სხვა თავისებურებათა გათვალისწინებით და მზის სითბოს განედური განაწილების საფუძველზე. შეიძლება ცალ-ცალკე განხილულ იქნეს მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ზონალური განაწილება (ჰორიზონტული და ვერტიკალური) რაც გამოხატავს ცალკეული ბიომების ცვლას (მაგ. ტუნდრა, ტაიგა, ფართოფოთლოვანი ტყე, სტეპი და სხვ.).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.