Gk. ზოო... + geographia – მიწის აღწერა, გეოგრაფია მეცნიერება ცხოველებისა და მათი თანასაზოგადოებების დედამიწაზე გავრცელების კანონზომიერებათა შესახებ. ფიტოგეოგრაფიასთან (მცენარეთა გეოგრაფიასთან) ერთად შეადგენს ბიოლოგიურ დისციპლინას - ბიოგეოგრაფიას.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.