Gk. მეზო + gloios - წებოვანი. ღრუბელებისა და ნაწლავღრუიანების ექტო და ენტოდერმას შორის განლაგებული უსტრუქტურო, ლაბისებური ნივთიერება. ძლიერ აქვს განვითარებული ღრუბელებსა და მედუზებს და 98%- ით წყლითაა გაჟღენთილი. ღრუბელებში მ-ში სხვადასხვა უჯრედული ელემენტებია განლაგებული.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.