ორმხრივსიმეტრიული ბილატერალური ცხოველების ტანისაგან გამოყოფილი სხეულის წინა ან ზედა ნაწილი. აქ მოთავსებულია ცენტრალური ნერვული სისტემის უმაღლესი განყოფილება, ზოგიერთი გრძნობათა ორგანო და სხვა. კარგად აქვთ განვითარებული მწერებს, ზოგიერთ მოლუსკს და ხერხემლიანებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.