უხერხემლოთა უმრავლესობის წინა განყოფილება, რომელიც წარმოიშვა რამდენიმე სეგმენტის შერწყმის შედეგად. განსაკუთრებით კარგად აქვთ განვითარებული მწერებს. ზოგჯერ თ.კ.-ს უწოდებენ თავის ხრტილებს, რომლებიც იცავენ ქორდიანების თავის ტვინს და მის მსგავსად უხერხემლოთა „თავის ტვინსაც“ (თავფეხიანი მოლუსკები).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.