ხერხემლიანების შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი. შედგება ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერებებისაგან. ტვინოვანი ნივთიერება გამოყოფს ადრენალინს, რომელიც იწვევს გულის მუშაობის გააქტიურებას და ნორადრენალინს. ქერქი გამოყოფს კორტიკოსტეროიდებს და მცირე რაოდენობით ანდროგენებსა და ესტროგენებს. ამ ჰორმონების მეშვეობით ხდება წყლისა და მინერალური ნივთიერებების ცვლის რეგულაცია და ისინი მოქმედებენ აგრეთვე სასქესო ფუნქციაზე.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.