სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სიზ სიკ სიმ სინ სიპ სირ სის სიფ სიც

სისხლი

სპეციალურ სისტემაში (სისხლის მიმოქცევის სისტემა) მოძრავი თხიერი შემაერთებელი ქსოვილი შემდეგი ფუნქციებით: 1) ტრანსპორტული (გაზების, საკვები ნივთიერებების, წყლის. ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების გადატანა ორგანოებიდან ქსოვილებისაკენ; ორგანიზმის გარეთ გამოსატანად ქსოვილებიდან სპეციალური ორგანოებისაკენ); 2) დამცველობითი, 3) თერმორეგულაციის. სისხლის რაოდენობა სხეულის წონასთან შეფარდებით უხერხემლოებში არის 20-60%, თევზებში – 30%, ამფიბიებსა და ქვეწარმავლებში - 6%, ფრინველებში, ძუძუმწოვრებში და, მათ შორის, ადამიანშიც - 8%. სისხლის ფერი დამოკიდებულია სუნთქვის პიგმენტებზე, რომლებიც ან ერითროციტებშია ან პლაზმაში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9