Gk. idios – თავისებური + ლათ. adaptatio - შეგუება ორგანიზმების კერძო ხასიათის შეგუება განსაზღვრული კონკრეტული პირობებისადმი. შესატყვის ევოლუციურ მიმართულებას ეწოდება ალოგენეზი. ტერმინი ი-ია შემოთავაზებული იყო ა.ნ. სევერცოვის მიერ 1925 წელს. ი-ია მნიშვნელოვნად არა ცვლის ამა თუ იმ ჯგუფის ორგანიზმთა ორგანიზაციის დონეს არომორფოზისა და კატამორფოზისაგან განსხვავებით. ი-ია უზრუნველყოფს ადაპტურ რადიაციას ორგანიზაციის ერთი გარკვეული დონის ფარგლებში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.