L. Invasio - თავდასხმა, შეღწევა 1. ცხოველებისა და ადამიანის დასნებოვნება პარაზიტული ცხოველებით. მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებს ინვაზიურს უწოდებენ. მაგ. მალარიას იწვევს სპორიანთა კლასის წარმომადგენელი - პლაზმოდიუმი. 2. რომელიმე ტერიტორიაზე მისთვის არადამახასიათებელი სახეობის შეჭრა. 3. თანასაზოგადოებაში მისთვის ახალი სახეობების ჩართვა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.