L. in-ში, შიგნით, capsula კოლოფი 1. უცხო სხეულის გარშემო ორგანიზმში შექმნილი შემაერთებელქსოვილოვანი გარსი. 2. მცირე ზომის ორგანიზმების მკვრივი გარსით დაფარვა, რაც ხელს უწყობს მათ იზოლაციას გარემოსაგან და გადარჩენას არახელსაყრელ პირობებში. ცალკეულ შემთხვევაში ი-ის უნარი დიდი ზომის ორგანიზმებსაც ახასიათებთ.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.