L. inter – შუა, შორის + sexsus სქესი ცალსქესიან ცხოველთა ინდივიდებში ორივე სქესის ნიშან-თვისებათა გამოვლენა. ეს ნიშნები საბოლოოდ არ ვითარდება, შუალედური ხასიათისაა და გამოვლინდება ერთდროულად სხეულის ერთსა და იმავე ნაწილზე. ი-ბა წარმოიქმნება გენეტიკური დარღვევების ან შინაგანი სეკრეციის ჯირკელების ფუნქციონირების დარღვევის გამო.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.