ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰელ ჰემ ჰერ ჰეს ჰეტ ჰექ

ჰეტეროგონია

Gk. ჰეტერო + gone - დაბადება.
უხერხემლოებში თაობათა მონაცვლეობის (მორიგეობის) ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროს ორსქესიან თაობას ცვლის პართენოგენეზური. მაგ. ციბრუტელებში, შემოდგომაზე დადებულ მოზამთრე კვერცხებიდან გამოდიან მხოლოდ მდედრები, რომლებიც დასაბამს აძლევენ ახალი პართენოგენეზური თაობის (ე.წ. მიქტურ) მდედრებს; ისინი თავის მხრივ იძლევიან სხვა ასეთსავე მდედრებს და ა.შ. ბოლო თაობა შემოდგომაზე იძლევა მიქტურ კვერცხებს, საიდანაც იჩეკებიან მამრებიც. მათ მიერ განაყოფიერებული მდედრები დებენ კვერცხებს, მათგან გამოზამთრების შემდეგ გამოიჩეკებიან პართენოგენეზური მდედრები და ციკლი მეორდება თავიდან.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9