მრავალი უმარტივესისა და მიკროსკოპული მრავალუჯრედიანების არსებობის დროებითი ფორმა. წარმოიქმნება ინცისტირების პროცესში. არჩევენ სვენების ცისტას, რომელიც წარმოიქმნება არახელსაყრელი პირო- ბების დადგომის დროს და იცავს ორგანიზმს. წვრილი ნემატოდები და ნელმავლები ინცისტირებულ მდგომარეობაში უძლებენ ძლიერ გაყინვას (-270°) და გაცხელებას (+ 1500 - მდე). მრავალი უმარტივესი მრავლდება ინცისტირებულ მდგომარეობაში, გამრავლების ც-ის წარმოქმნით (მიქსოსპორიდიები, პარაზიტული ინ ფუზორიები).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.