კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კვე კვი

კვერცხი, კვერცხუჯრედი

მდედრობითი სასქესო უჯრედი, რომლიდანაც განაყოფიერების შედეგად ან პართენოგენეზის გზით ვითარდება ახალი ორგანიზმი. ცხოველებში - მაღალსპეციალიზებული უჯრედი, რომელიც შეიცავს საკვებ ნივთიერებებს. მისი ფორმა და სიდიდე ძლიერ ვარირებს. ზოგჯერ მათ არა აქვთ გარკვეული ფორმა და აქვთ ამებური მოძრაობის უნარი. კ-ი ყალიბდება საკვერცხეში, დაფარულია პირველადი და მეორადი გარსებით, რომლებიც წარმოიქმნებიან სპეციალური ჯირკვლების გამონაყოფის ხარჯზე. კ-ში ყვითრი შეიძლება განაწილებული იყოს თანაბრად ან არათანაბრად. კვერცხის ტიპებია: ალეციტალური — უყვითრო (ძუძუმწოვრებისა), იზო – და ჰომოლეციტალური – ყვითრის მცირე რაოდენობითა და თანაბარი განაწილებით (ეკალკანიანებისა და ამფიოქსუსის), ცენტროლეციტალური – ყვითრი მოთავსებულია კვერცხის ცენტრში (მრავალი ფეხსახსრიანის, ყველა მწერის), ტელოლეციტალური ყვითრი კონცენტრირებულია ვეგეტაციურ პოლუსზე (თავფეხიანი მოლუსკების, თევზების, ამფიბიების, ქვეწარმავლების, ფრინველების კვერცხები). არჩევენ აგრეთვე ოლიგოლეციტალურ (მცირეყვითრიან), პოლილეციტალურ (ყვითრით ძალიან მდიდარ) კვერცსებს, რომლებიც ყვითრის განაწილებით რომელიმე ზემოთ დასახელებულ ტიპს მიეკუთვნებიან.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9