Gk. koiloma – ღრუ + ლათ. ductus- სადინარი მრავალჯაგრიანი ჭიებისა და სხვა ცხოველების მეზოდერმული წარმოშობის სასქესო სადინარები. ერთი ბოლოთი იხსნება სხეულის ზედაპირზე, მეორეთი (ძაბრით) – მეორად ღრუში. ხშირად დაკავშირებულია ნეფრიდიებთან ფეხსახსრიანებში, მოლუსკებში, ნახევრადქორდიანებში ასრულებენ გამომყოფი ორგანოს ფუნქციას.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.