ნა ნე ნი ნო
ნეა ნევ ნეი ნეკ ნემ ნეო ნერ ნეს ნეფ ნექ

ნეფრიდიები

Gk. nephros - თირკმელი
ჭიებისა და სხვა უხერხემლოების, აგრეთვე უმდაბლესი ქორდიანების გამომყოფი ორგანოები. წარმოადგენს რთული დატოტვილი მილაკების სისტემას. სხეულის შიგნით ბრმად თავდება ე.წ. ვარსკვლავისებური უჯრედით, რომელსაც აქვს „მოციმციმე ალი“ - შეწებებული წამწამები. ასეთ ნეფრიდიებს პროტონეფრიდიებს უწოდებენ. რგოლოვანი ჭიების უმრავლესობას და უქალოებს აქვთ მეტანეფრიდიები, რომელთა ერთი ბოლო (ნეფროსტომი) იხსნება მეორეულ ღრუში წინა სეგმენტში, მეორე (ნეფროპორი) – გარეთ.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9