კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კვე კვი

კვერცხსავალი

მდედრობითი სასქესო სისტემის ნაწილი, რომელიც ემსახურება მომწიფებული კვერცხის გატარებას, ზოგჯერ მასში განაყოფიერებას, შემდეგ გარსების ფორმირებას და გარეთ გამოტანას. წარმოადგენს საკეერცხის გაგრძელებას, მისგან იზოლირებულია და აქვს მილისებრი ფორმა, იხსნება სხეულის ღრუში ერთი ბოლოთი, ხოლო მეორეთი – კლოაკაში ან უშუალოდ გარეთ. რგოლოვან ჭიებში კ- ს როლს ასრულებენ ე.წ. ცელომოდუქტები, ხერხემლიანთა უმრავლესობაში - მიულერისეული არხი. ხერხემლიანებში კ-ის გაფართოებული ნაწილი წარმოქმნის საშვილოსნოს, სადაც კვერცხებიდან ვითარდება ჩანასახი. ზოგჯერ კ-ლი იხსნება კლოაკაში ან უშუალოდ გარეთ საშოს საშუალებით.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9