ცხოველების სამოძრაო ორგანო: ძირითადად ემსახურება გადაადგილებას, ან ასრულებს სხვა ფუნქციებსაც (თხრა, საკვების მოპოვება და სხვ.) არჩევენ წყვილ და კენტ კიდურებს. ყველაზე მარტივადაა აგებული წყვილი კ-ბი რგოლოვანი ჭიების წყვილი კიდურები - პარაპოდიები. ფეხსახსრიანებში კ-ბი დანაწევრებულია. ზოგჯერ ისინი ასრულებენ პირის აპარატის ფუნქციებს. მრგვალპირიანებსა და თევზებში კ-ის როლს ასრულებენ ფარფლები. ხმელეთის ხერხემლიანებში არის მხრისა და მენჯის სარტყლები. თითოეულ კიდურში არჩევენ 3 განყოფილებას: წინაზე – მხარი, წინამხარი ორი ძვლით, მტევანი თითებით; უკანაზე – ბარძაყი, წვივი ორი ძვლით, ტერფი თითებით. ცხოველთა ნაწილს კ-ბი ან მათი ნაწილები რედუცირებული აქვს (უფეხო ამფიბიები, ქვეწარმავალთა ნაწილი) ან გადაქცეული აქვთ ფარფლებად (ვეშაპისნაირები, ფეხფარფლიანები და სხვ.).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.