L. consortium - მონაწილეობა ისეთი პოპულაციების ერთობლიობა, რომელთა ცხოველქმედება ხდება ერთი ბიოგეოცენოზის ფარგლებში და რომლებიც სივრცობრივად დაკავშირებულნი არიან ერთ რომელიმე დომინანტურ სახეობასთან. მაგ. ხე-მცენარე, მასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზმით (ეპიფიტები, პარაზიტები, მავნებლები, დამმტვერავები, სიმბიონტები და სხვ.). ამ შემთხვევაში ხე-მცენარე კონსორციის ცენტრალური წევრია.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.