L. correlatio - თანაფარდობა ცხოველთა ორგანიზმის ცალკეული ნაწილებისა და ფუნქციების ურთიერთკავშირი. ერთი ნაწილის ცვლილება იწვევს მეორის ცვლილებასაც. ზოგჯერ კ-იას განიხილავენ, როგორც ცვალებადობის ერთ-ერთ ფორმას. ტერმინი შემოტანილია მეცნიერებაში ჟ. კიუვიეს მიერ.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.