ერთ-ერთი უმთავრესი თვისება. გამოიხატება ცოცხალი ორგანიზმების ნებისმიერი (მორფოლოგიური, ფუნქციონალური და სხვა) ცვლილებების უნარით. ც-ბა შეიძლება იყოს მემკვიდრული ანუ გენოტიპური და არამემკვიდრული ანუ მოდიფიკაციური. პირველი დაფუძნებულია მუტაციებზე ან რეკომბინაციებზე. მეორე – წარმოადგენს ინდივიდუალური განვითარების პროცესში, ფენოტიპის ცვლილებას. საარსებო პირობების გავლენით, გენოტიპის ცვლილებების გარეშე. ასეთი ცვალებადობა ხასიათდება გარკვეული საზღვრებით, რომლებიც ცნობილია რეაქციის ნორმის სახელით.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.