საჭმლის მ.ო. ორგანოები, რომელთა ფუნქციაა საკვების მონელება. ცხოველთა უმრავლესობაში წარმოდგენილია მილით, რომელიც გარემოს უკავშირდება პირის ხვრელით სხეულის დასაწყისში და ანალური ხვრელით - სხეულის ბოლოსთან. ცხოველთა ნაწილს ანალური ხვრელი არ გააჩნია (წამწამიანი ჭიები - ტურბელარიები, მწოველები). ნაწილს მ.ო. პარაზიტულ ცხოვრებასთან დაკავშირებით მეორადად დაკარგული აქვს (თასმა ჭიები). ხერხემლიანებში მ.ო. წარმოდგენილია შემდეგი ნაწილებით: პირის ხვრელი, პირის ღრუ, ხახა, საყლაპავი მილი, კუჭი, ნაწლავები და მომნელებელი ჯირკვლები. ზოგ შემთხვევაში კუჭი არ არის განვითარებული. მოის ერთობლიობა წარმოქმნის მომნელებელ ტრაქტს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.