კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კუდ კულ კუნ კურ კუს კუტ კუჭ

კუჭი

საჭმლის მომნელებელი სისტემის ძირითადი განყოფილება, რომელშიც ხდება საკვების მექანიკური და ქიმიური გადამუშავება. არჩევენ ჯირკვლოვან (მომნელებელ) კ-ს, რომელშიც მრავლადაა მომნელებელი ჯირკვლები და კუნთოვან დამაქუცმაცებელ კუჭს, რომელიც ამოფენილია კუტიკულით. უკანასკნელი დამოუკიდებლად წარმოიქმნება უხერხემლოების უმრავლესობაში ან ჯირკვლოვანი კუჭის ნაწილს წარმოადგენს. კუჭი პირველად გაუჩნდათ ღრუნაწლავიანებს; კარგად აქვს განვითარებული მრავალფეხიანებს და მოლუსკებს. ფეხსახსრიანებში მთავარ როლს ასრულებს კუნთოვანი კუჭი. უმდაბლეს ხერსემლიანთა უმრავლესობას დიფერენცირებული კუჭი არ გააჩნია (აქვთ ასციდიებს). დანარჩენ ხერხემლიანებში მეტნაკლებად განვითარებულია. მცოხნელ ძუძუმწოვრებში რთულადაა აგებული.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9