ლა ლე ლი ლო
ლავ ლაკ ლამ ლან ლაპ ლარ ლატ ლაქ ლაყ

ლარვა

L. larva – მატლი
მრავალი ცხოველის განვითარების ფაზა (უხერხემლოების უმრავლესობა, უქალოები, გარსიანები, ზოგიერთი თევზი და ამფიბია), რომლებსაც ახასიათებთ მეტამორფოზი განასხვავებენ ლარვის რამდენიმე ტიპობრივ ფორმას: ზოგიერთ ღრუბელებში პარენქიმულა, სციფოიდურ ნაწლავღრუიანებში პლანულა, ზღვის რგოლოვან ჭიებში და მოლუსკებში – ტროქოფორა, კიბოსნაირებში პეპლებში – მუხლუხო, ეკალკანიანებში – დიპლევრულა, უკუდო ამფიბიებში - თავკომბალა და ა.შ. ლარვის ზრდადასრულებულ ცხოველად გადაქცევა დაკავშირებულია სხვადასხვა გარდაქმნებთან. მაგ. პროვიზორული ორგანოების დაშლასთან, კანის ცვლასთან, დეფინიტური ორგანოების ჩამოყალიბებასთან და სხვა. ზოგ შემთხვევაში ლარვულ სტადიაზე შეიძლება მიმდინარეობდეს გამრავლება (მაგ. ამბისტომის ლარვა – აქსოლოტლი აკვარიუმის პირობებში არ გარდაიქცევა ზრდასრულ ფორმად და აქვს გამრავლების უნარი - ნეოტენია), პარაზიტული ცხოველების ლარვას მასპინძლის დაინვაზირების უნარი აქვს და ამიტომ ინვაზიურ ლარვას უწოდებენ. სხვადასხვა ტაქოსნომიური ჯგუფების ლარვებს ამ ჯგუფებისათვის სპეციფიური დასახელება აქვს (მაგ. კოპეპოიდური, მიზიდური, მიულერის, რაბდიტოიდული, ფილაროიდური და სხვა). გარსიანებში (ასციდიები, სალპები) ადგილი აქვს რეგრესულ მეტამორფოზს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9