მოლუსკების სხეულსა და მანტიას შორის არსებული სივრცე, რომელიც ამოვსებულია წყლით. გარემოს უკავშირდება მანტიის სპეციალური გამონაზარდით – სიფონით, რომლის ბოლოში არის ხვრელი. მ.ღ-თან დაკავშირებულია სუნთქვის ორგანოები – ქტენიდიები, ზოგიერთი გრძნობათა ორგანო, ფეხი და ა.შ. მ.ღ. შიგნიდან ამოფენილია მოციმციმე ეპითელიუმით. თავფეხიან მოლუსკებში მანტია კუნთოვანია და მისი შეკუმშვის შედეგად მ.ღ.-დან ე.წ. ძაბრის საშუალებით წყლის ჭავლი გარემოში გამოიტყორცნება, მოლუსკი იღებს ბიძგს რეაქტიული მოძრაობისათვის. ზოგიერთი მოლუსკის მ.ღ-ში ხდება კვერცხების განაყოფიერება და ლარვების განვითარება (ფირფიტლაყუჩიანები).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.