ლა ლე ლი ლო
ლავ ლაკ ლამ ლან ლაპ ლარ ლატ ლაქ ლაყ

ლაყუჩები

წყლის ცხოველების სუნთქვის ორგანოები. უხერხემლოებში წარმოადგენენ სხეულის თხელკედლიან გამონაზარდებს. მათში გადის სისხლი და სხეულის ღრუს სითხე, ხდება ნახშირორჟანგის გამოყოფა და ჟანგბადის შთანთქმა. ლ-ბი პირველად გაუჩნდა მრავალჯაგრიან რგოლოვან ჭიებს, საკმაოდ რთულად აქვთ აგებული კიბოსნაირებს. მწერების წყალში მობინადრე ლარვებს (რუისელები და სხვ.) აქვთ ე.წ. ტრაქეული ლ-ბი. მოლუსკებში ლ-ბი ფურცლის ფორმისაა (ქტენიდიები) და განლაგებულია მანტიის ღრუში, ხერხემლიანებში წარმოდგენილია სიმეტრულად განლაგებული ნაპრალების სახით, რომელთა კედლებზეც განლაგებულია ლაყუჩის ფირფიტები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9