L. lektus (lega-re) – რჩეული + typus — ნიმუში, ფორმა, ტიპი. ერთ-ერთი ნიმუში რამდენიმე სინტიპიდან, რომელიც გამოყოფილია პირველი გამოქვეყნების შემდეგ, როგორც სახეობის ჯგუფის ტაქსონის ტიპი (ტიპობრივი ეგზემპლარი) და იგი ამ სახეობის სახელს ატარებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.