შედგება 3 სეგმენტისაგან: წინა, შუა და უკანა მკერდი; თითოეული სეგმენტი იყოფა 4 ქიტინიზებულ ფირფიტად სკლერიტად: ზედა ანუ ზურგის (ტერგიტი), ქვედა ანუ მუცლის (სტერნიტი) და ორ გვერდით ფირფიტად (პლეირიტები). თვითოეულ სეგმენტზე წყვილი კიდურია, შუა და უკანა მკერდზე კი – ფრთები. წინა მკერდთან დაკავშირებულია თავი, უკანასთან – მუცელი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.