ჩანთოსანი ძუძუმწოვრების მდედრებისათვის დამახასიათებელი კანის ნაოჭი ქმნის ჩანთას, რომელიც ემსახურება სუსტად განვითარებული ნაშიერების გამოზრდასა და დაცვას. აქ განლაგებულია სარძევე ჯირკვლების დერილები, რომლებსაც ემაგრება ახლადშობილი, ფაქტიურად ჯერ კიდევ ემბრიონი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.