პალეოგეის ზოოგეოგრაფიული ოლქი. მოიცავს მადაგასკარს, კომორის, მასკარენის, სეიშელის, ამირანტის, წმინდა მავრიკის და სხვა კუნძულებს. მ-ის ო. ფაუნა ტიპობრივი კუნძულისეული და უძველესი აფრიკულია – ბევრია ენდემური და არქაული ფორმები. დამახასიათებელია ლემურები (35 სახეობა), ტანრეკები (18), ვივერები (6 გვარი); არის ფრინველების 5 ენდემური ოჯახი, უკუდო ამფიბიების 14 ენდემური გვარი, ენდემური ნიანგი და სხვა. აქ არ არის მაიმუნები, კატისნაირები, ხორთუმიანები, ძაღლისნაირები, კენტჩლიქიანები, შხამიანი გველები, კუდიანი ამფიბიები და სსვა. უხერხემლოთა ფაუნა ჰგავს ინდომალაური და ნეოტროპიკული ოლქების ფაუნას.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.