Gk. ჰეტერო + trophe - საკვები ორგანიზმები, რომლებიც იკვებებიან მზა ორგანული ნივთიერებებით. მათ არაორგანული ნივთიერებებიდან ორგანული ნივთიერებების სინთეზის უნარი არ გააჩნიათ (ბაქტერიების დიდი ნაწილი, სოკოები, ცხოველების უმრავლესობა ზოგი შოლტოსნის გამოკლებით). გაარჩევენ ჰ-ლი კვების სამ ტიპს: საპროფიტული (გახრწნილი ორგანიზმების ორგანული ნარჩენებით კვება), ჰოლოზოური ანუ ანიმალური (მცენარეებისა და ცხოველების ნაწილებითა და მათ მიერ გამომუშავებული ნივთიერებებით) კვება, პარაზიტული, როდესაც მკვებავი ორგანიზმი (მასპინძელი) გამოყენებულია ერთჯერადი ან მრავალჯერადი კვებისათვის ისე, რომ ეს არ იწვევს მასპინძლის დაღუპვას.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.