ფეხსახსრიანების გამომყოფი ორგანოები. წარმოადგენენ ცელომოდუქტებს, რომლებიც ბრმა მილაკებადაა გადაქცეული და იხსნება მომნელებელ ტრაქტში შუა და უკანა ნაწლავის საზღვარზე. მათი რაოდენობა მერყეობს 1-2 წყვილიდან (ობობასნაირებსა და მრავალფეხებში), 150 წყვილამდე (ზოგიერთ მწერში). აღმოჩენილია იტალიელი ექიმის მ. მალპიგის (1669) მიერ.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.